საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo

აჭარის შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის პროექტი

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აჭარის შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის პროექტი

10 ივლისი, 2014

 

პროექტის აღწერა: 

პოლონეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით (Polish Aid) ხორციელდება ერთობლივი პოლონურ-ქართული პროექტი, რაც ითვალისწინებს აჭარის შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის დაარსებას.

პროექტის მიზანია საჯარო და საზოგადოებრივი ადმინისტრაციების კომპეტენციის ამაღლება, რათა განხორციელდეს „Evidence Based Policy”; ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტების შემუშავებით საფუძველი დაედოს რეგიონში შრომის ბაზრისა და სამეწარმეო საქმიანობის მიმდინარე ტენდენციების შეფასებას და პროგნოზირებას; დაინერგოს ეკონომიკური პროცესებისა და მოვლენების  ეფექტური პროგნოზირების მეთოდები; შემუშავდეს შრომის ბაზრისა და მეწარმეობის ხელშეწყობის პოლიტიკის განხორციელებისა და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმები. 

 

 

პროექტის ბიუჯეტი:  200 ათასი ლარი

პროექტის განხორციელების პერიოდი:  2014 წელი

პარტნიორ ორგანიზაციათა ვებ-გვერდები:

           Polish Aid – http://www.polskapomoc.gov.pl

           Marshal’s Office of Malopolska Region – http://www.malopolskie.pl

          http://www.malopolska-ajara.org