საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo

რა შედის აჭარის მთავრობის საქმიანობაში?

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
რა შედის აჭარის მთავრობის საქმიანობაში?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 35-ე მუხლის თანახმად და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში: ა) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას; ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებასა და სტრუქტურას; გ) ამტკიცებს მთავრობის აპარატის დებულებას, სტრუქტურას; დ) ქმნის სათათბირო ორგანოებს და ამტკიცებს მათ დებულებებს; ე) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივი აქტები; ვ) შეიმუშავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ ანგარიშს; თ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) ხელს უწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, აგრეთვე კულტურისა და სამეცნიერო დაწესებულებების მართვას, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების მოვლა-პატრონობას; კ) მონაწილეობას ღებულობს ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის საკითხების გადაწყვეტაში, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ლ) უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-პატრონობისა და სხვა კომუნიკაციების განვითარების ხელშეწყობას; მ) ხელს უწყობს ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობასა და ურბანულ განვითარებას; ნ) ქმნის სათანადო პირობებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტურიზმისა და სპორტის განვითარებისათვის; ო) უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მართვას, სურსათისა და სხვა საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე; პ) ახორციელებს “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.