Ministry of Finance and Economy

.webp)
en_აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი
10 ივლისი, 2014
პროექტის აღწერა:
საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს მოსახლეობისათვის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტს.
პროექტის მიზანია აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ამაღლებაზე, ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და წყლის რესურსების შენარჩუნებას. პროექტის განხორციელება ეფუძნება წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების კვლევას (Feasibility Study), რომლის ამოცანაა მიზანშეწონილობის კონცეფციის შემუშავების საფუძველზე რეგიონის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია.
პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი: 50 მლნ. ევრო
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2013-2025 წლები
პარტნიორი ორგანიზაციის ვებ-გვერდი: KfW – www.kf