აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

.webp)
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე ზაფხულის მოახლოებული ტურისტული სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები, რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებები და არსებული გამოწვევები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების გრძელვადიან ხედვებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აჭარა უნდა დარჩეს არა მხოლოდ ზაფხულის, არამედ ოთხივე სეზონის განმავლობაში მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად.
მთავრობის თავმჯდომარემ დეპარტამენტის გუნდს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ყველა მნიშვნელოვან ინიციატივას და პროექტს, რაც ხელს შეუწყობს რომ რეგიონმა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ტურისტული პოტენციალი და კიდევ უფრო გააუმჯობესოს ვიზიტორებისთვის შეთავაზებული გარემო და სერვისები.