საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აგრო ფორუმს დაესწრო
image

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აგრო ფორუმს დაესწრო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აგრო ფორუმს დაესწრო.
▪️"აჭარის აგრარული შესაძლებლობები“-ს ფორუმზე ედნარ ნატარიძემ პანელურ დისკუსიაში ეკონომიკური სექტორების დივერსიფიკაციაზე, საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
🖊️"აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკა აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ეფუძნება. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი მაღალმთიან აჭარაზე კეთდება, სადაც ტურისტული, საგზაო, კომუნალური და სპორტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. ეს ფაქტორები ხელს უწყობს სოფლად ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ტურისტული ნაკადების ზრდას და მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი საოჯახო მეურნეობებისთვის.
ბოლო წლების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელი ტურისტებისთვის, აჭარა აღარ ასოცირდება მხოლოდ ზღვისპირა ზონასთან. ოთხ სეზონზე მორგებული ტურიზმის პოლიტიკა სხვა მომიჯნავე სექტორებს მნიშვნელოვნად განავითარებს და ამ კუთხით ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ"- განაცხადა ედნარ ნატარიძემ.