აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
.webp)
ბათუმი საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენეციას მასპინძლობს
ბათუმი საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენეციას მასპინძლობს.
კონფერენციაში სადაზღვევო და გადაზღვევის კომპანიები, ბროკერები, ფინანსური ინსტიტუტები, ასევე საერთაშორისო ასოციაციებისა და მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები, სულ 19 ქვეყნის, 100-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს.
შეხვედრაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, სადაზღვევო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, სტრატეგიები და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და მედია სააგენტო XPRIMM-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ექსპერტები, ორი დღის განმავლობაში, ქართული სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობასა და განვითარების შესალებლობებს, მარეგულირებელი გარემოს ცვლილებებსა და საერთაშორისო პრაქტიკის ჰარმონიზაციას, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებს განიხილავენ.