აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

.webp)

ბათუმში ინოვაციური განათლების ახალი სივრცე გაიხსნა
Skillwill STEM სკოლა – ბათუმში ინოვაციური განათლების ახალი სივრცე გაიხსნა
Hive Tech Hub-ის სივრცეში, Skillwill-ის STEM სკოლა იწყებს ფუნქციონირებას.
Skillwill-ის STEM სკოლა მოზარდებს ინოვაციური განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. სკოლაში მოსწავლეები კოდინგს, რობოტიკას, ინჟინერიას, მათემატიკასა და სხვა ტექნოლოგიურ დისციპლინებს, ინტერაქტიული მეთოდებით შეისწავლიან.
Skillwill-ის STEM სკოლა იქნება სრულიად ახალი ტიპის სასწავლო სივრცე, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე განათლების სტანდარტებს. სივრცე აღჭურვილი იქნება ინოვაციური ტექნიკით, რაც მოსწავლეებისთვის კომფორტულ და პროდუქტიულ გარემოს უზრუნველყოფს. მოსწავლეებს ექნებათ წვდომა რობოტიკის ლაბორატორიაზე, 3D პრინტერზე, სკანერზე, რობოტასისტენტსა და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე, რაც ხელს შეუწყობს ინტერაქტიულ სწავლებას და რეალური გამოცდილების მიღებას.