საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა
image

ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრი სახელმწიფოების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
▪️საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, აჭარის ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. შეხვედრაზე საუბარი რეგიონის ეკონომიკურ ტენდენციებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
📊2025 წლის მეორე კვარტალში, აჭარაში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 8%-ით, პროდუქციის გამოშვება 11%-ით, დასაქმება 10%-ით, ხოლო საშუალო ანაზღაურება 9%-ით გაიზარდა. 2025 წლის ბოლო მონაცემებით, აჭარის უძრავი ქონების ბაზარი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. ბაზრის მოცულობამ 2025 წლის 8 თვის მიხედვით, 587.6 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 23%-ით აღემატება.
📊2026 წელს, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბებს.
📈ბოლო ორი წლის განმავლობაში, აჭარას, ყოველწლიურად, დაახლოებით 5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა. ტურიზმის დივერსიფიკაციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, მომდევნო წლებში, არარეზიდენტი ვიზიტორების 25%-იან ზრდას უზრუნველყოფს.
▪️შეხვედრას საქართველოში და სხვადასხვა ქვეყანაში მოაღვაწე ბიზნეს სუბიექტები, აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ.