აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
.webp)
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ედნარ ნატარიძემ თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
ედნარ ნატარიძემ თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ და ბათუმის მერმა გიორგი მურვანიძემ თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს.
რიზეს მერ რაჰმი მეთინთან და დელეგაციის სხვა წევრებთან შეხვედრაზე, რეგიონებს და ქალაქებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ედნარ ნატარიძემ შეხვედრაზე სტუმრებს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო და ეკონომიკური პროცესები, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებს შორის საუბარი ქალაქების დამეგობრებას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სექტორში, სამომავლოდ, ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეეხო.