აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

.webp)
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მეტეოროლოგიური პირობების შედეგად შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

მეტეოროლოგიური პირობების შედეგად შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში, რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ქედის მერმა როლანდ ბერიძემ მიმდინარე და დაგეგმილ ოპერატიულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
უხვი ნალექის გამო გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება. ინტენსიურად იწმინდება როგორც ცენტრალური ასევე, სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები.
მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მობილიზებულია როგორც სხვადასხვა უწყებები, ასევე მერიის სამსახურები და ადამიანური რესურსი. ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 08 43 31
მერთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მამუკა თურმანიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რომან დავითაძე და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქედის განყოფილების უფროსი გოჩა ბერიძე ესწრებოდა.
"ენერგო პრო-ჯორჯიას" ჯგუფები მობილიზებულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სამუშაო პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე გაეცნო.