საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo
image

თოვლის გაწმენდის სამუშაოები

ბათუმის ბულვარში თოვლის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ბოლო რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბულვარის ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
მობილური ჯგუფების მიერ ბილიკების გაწმენდა, დაზიანებული ხის ტოტების შეგროვებისა და გატანის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპისათვის, ბულვარის მწვანე საფარს საფრთხე აღარ ემუქრება.
სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.