საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ 500 მილიონამდე წვდომა დააგროვა
image

კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ 500 მილიონამდე წვდომა დააგროვა

კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის, 500 მილიონამდე წვდომა დააგროვა.
🔸კამპანიის გამარჯვებულები ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.
🥇პირველი ადგილი, კონტენტ-კრეატორმა ვიქტორია მელნიჩუკმა აიღო. მის მიერ აჭარაში მოგზაურობისას გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 200 მილიონს გადააჭარბა.
🥈მეორე ადგილზე კონტენტ-კრეატორი ამირან ზარქუა გავიდა, რომლის მიერ გამოქვეყნებულმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 70 მილიონამდე წვდომა დააგროვა.
🏅მესამე ადგილი მოგზაურმა ფოტოგრაფმა ზურა გელაშვილმა ( 47 627 267 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა (38 256 846 წვდომა) დაიკავეს.
🏆საკუთარი რჩეულები გამოავლინეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს მონაწილე ინფლუენსერებს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
✅ წელს, კამპანიის მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 6000-მდე პოსტი გამოაქვეყნეს. მათმა კონტენტმა კი გასულ წელთან შედარებით 260 მილიონით მეტი წვდომა დააგროვა.
🌄კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 400-მდე ტურისტულ ობიექტს, ადგილსა და პროდუქტს გაუწიეს პოპულარიზაცია.