საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
სულხან თამაზაშვილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გამართა
image

სულხან თამაზაშვილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი მთავრობის ძირითად პრიორიტეტებსა და ხედვებს შეეხო. სულხან თამაზაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმოკლეს დროში ეფექტური პასუხი უნდა გაეცეს ყველა იმ გამოწვევას, რაც დღეს ზოგადად ყველა სამინისტროს წინაშე დგას.
მთავრობის მეთაურმა დაავალა ყველა უწყებას, რომ მაქსიმალურად გახსნილი და ეფექტური გახდეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ასევე უმოკლეს ვადებში დასრულდეს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები.