აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

.webp)

12 მლნ დოლარის მოცულობის ახალი ინვესტიცია ბათუმში
12 მლნ დოლარის მოცულობის ახალი ინვესტიცია - ბათუმში "LA QUINTA BY WYNDHAM"-ის სასტუმრო გაიხსნა.
La Quinta, კომპანია ELT GROUP- ის და მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული სასტუმროს ქსელის - Wyndham Hotel Group-ის, ერთობლივი პროექტია.
თანამედროვე სტანდარტების სასტუმროში 70 ადამიანი დასაქმდა. სასტუმრო 98 ნომერს, ასევე, სპა ცენტრს, სავარჯიშო დარბაზს, რესტორნებს, საკონფერენციო და დასასვენებელ სივრცეებს მოიცავს.
Wyndham Hotel Group-ი მსოფლიოს 95-ზე მეტ ქვეყანაში 9 300 - მდე სასტუმროს აერთიანებს.