საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება 105.4%-ს შეადგენს
image

2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება 105.4%-ს შეადგენს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება 344 951 200 ლარს შეადგენს, გეგმა 105,4%-ით შესრულდა.
▪️შემოსულობების ორი კვარტლის გეგმა 396 294 900 ლარით განისაზღვრა, ფაქტიური შესრულება 349 134 900 ლარს შეადგენს.
📊აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2025 წლის II
კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 98,0% გადასახადებზე მოდის, რაც საშემოსავლო გადასახადს მოიცავს.
ორი კვარტლის საშემოსავლო გადასახადის ფაქტიური შესრულება 338 155 900 ლარს, გეგმის 107,4%-ს შეადგენს.
▪️აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში, აჭარის
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა
ედნარ ნატარიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.