საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2024 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 105,3%-ით შესრულდა
image

2024 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 105,3%-ით შესრულდა

აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 105,3%-ით შესრულდა. შემოსავლების ფაქტიური შესრულება 627 751 600 ლარს შეადგენს.
ფინანსური დოკუმენტის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 97,1%, საშემოსავლო გადასახადებზე მოდის, რაც 2024 წელს 106%-ით შესრულდა. ბიუჯეტის ფაქტიური შესრულება 609 385 600 ლარს შეადგენს.
რესპუბლიკური ბიუჯეტის 2024 წლის სხვა შემოსავლების შესრულება 18 366 000 ლარით, ხოლო შემოსულობები 650 587 100 ლარით განისაზღვრა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში წარადგინა.