საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აჭარაში წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს
image

აჭარაში წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ოჩხამურში თანამედროვე წყლის რეზერვუარის მშენებლობა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.
ინფრასტრუქტურული განახლება მოიცავს, როგორც რეზერვუარების, ასევე, გამანაწილებელი ქსელებისა და ჭაბურღილების მოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქობულეთში წყლისა და წყალარინების სისტემით 1 571 აბონენტი ისარგებლებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში. პროექტი ითვალისწინებს აჭარის 39 სოფლისა და დაბისთვის უწყვეტ წყალმომარაგებას, რაც 30 000-ზე მეტ მოსახლეს მოიცავს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს და ქობულეთის საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.