საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
ბათუმი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადება. სულხან თამაზაშვილმა დაათვალიერა რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მაისის ბოლომდე დასრულდება.
ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. მთავრობის თავმჯდომარე „საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურად გარდაქმნის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე მე-6 საჯარო ბაღის რეაბილიტაციისა და ივანე მესხის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.