აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
.webp)
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრები წარუდგინა.
მთავრობის თავმჯდომარემ ფინანსთა და ეკონომიკის ახალ მინისტრს ედნარ ნატარიძეს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სექტორის განვითარების საქმეში წარმატებები უსურვა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა სამინისტროს სამომავლო ხედვებსა და პრიორიტეტებზე. ასევე, იმედი გამოთქვა, რომ აჭარაში მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები და ჯანსაღი საინვესტიციო გარემო შენარჩუნდება.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დენის სალუქვაძე უხელმძღვანელებს. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, დენის სალუქვაძე თავისი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნული სექტორის განვითარებაში.