აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
.webp)
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მინისტრი ედნარ ნატარიძე ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა
მინისტრი ედნარ ნატარიძე ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე
ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ნარინე მათოსიანს შეხვდა.
შეხვედრაზე, ქვეყნებს და რეგიონებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ედნარ ნატარიძემ გენერალურ კონსულს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო და ეკონომიკური პროცესები, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებს შორის საუბარი ტურიზმის სექტორში სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ სირაბიძე ესწრებოდა.