საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
"ოცნების ქალაქის" მშენებლობა მიმდინარეობს
image

"ოცნების ქალაქის" მშენებლობა მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის მიერ, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება და 1077 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცემა. ბინები კეთილმოწყობილი იქნება და გაზმომარაგების ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. ტერიტორიაზე ასევე საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა. პროექტი 2028 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველი ეტაპზე, ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა და 582 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა.
სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად მიმდინარეობს. 2028 წელს მიმდინარე პროექტები დასრულდება და 2000-ზე მეტ ოჯახს კეთილმოწყობილი ბინა საკუთრებაში გადაეცემა.