საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
სამინისტროს 2026-2029 წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია
image

სამინისტროს 2026-2029 წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2026-2029 წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია გაიმართა.
მინისტრმა რესპუბლიკური ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ მასშატბურ ინფრასტრუქუტული პროექტებზე ისაუბრა. ჯაბა ფუტკარაძემ ასევე მიმდინარე და 2026 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე გააკეთა აქცენტი.
აჭარის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბიუჯეტო პროგნოზების გათვალისწინებით, რეგიონის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 1 002,1 მლნ ლარს შეადგენს. 
აჭარის 2025 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 106%-ით შესრულდა. შემოსავლების გეგმა 156 237 400 ლარით, ხოლო შესრულება 165 635 700 ლარით განისაზღვრა.
მომდევნო 4 წლის განმავლობაში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა 152,0 მლნ ლარით, ხოლო ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა 5,1 მლნ ლარი დაფინანსდება, მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარებაზე 41,7 მლნ ლარი დაიხარჯება, აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე 57,1 მლნ ევრო, ხოლო აჭარაში წყლის სისტემის განვითარებაზე 100 მლნ ევროა გათვალისწინებული.