საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან შეხვედრა
image

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან შეხვედრა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩ გარეთ უორდთან შეხვედრა გამართა.
▪️ედნარ ნატარიძემ დიპლომატს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო და ეკონომიკური პროცესები, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებს შორის საუბარი ტურიზმის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სექტორში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
▪️შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დიასამიძე და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი, ნინო გამხარაშვილი ესწრებოდნენ.