საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ჯაბა ფუტკარაძე გაერო-სთან ბურუნდის, ლესოტოსა და ნეპალის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
image

ჯაბა ფუტკარაძე გაერო-სთან ბურუნდის, ლესოტოსა და ნეპალის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გაერო-სთან ბურუნდის, ლესოტოსა და ნეპალის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის საკნვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. მინისტრმა გაეროს წარმომადგენლებს რეგიონის ეკონომიკური პროცესები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საუბარი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხო.
მხარეებმა ორმხირივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
გაეროს მუდმივი წარმომადგენლების ვიზიტი აჭარაში ყოველწლიურად იმართება.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი, საერთაშორისო ორგანიზაციათა დეპარტამენტის გაერო-ს განყოფილების წარმომადგენელი ნესტან ბეჟანიშვილი ესწრებოდნენ.