საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

image
logo

აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი

10 ივლისი, 2014

პროექტის აღწერა: 

საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს მოსახლეობისათვის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტს.

პროექტის მიზანია აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ამაღლებაზე, ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და წყლის რესურსების შენარჩუნებას. პროექტის განხორციელება ეფუძნება  წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების კვლევას (Feasibility Study), რომლის ამოცანაა მიზანშეწონილობის კონცეფციის შემუშავების საფუძველზე რეგიონის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია.

 

 

  

 

პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი: 50 მლნ. ევრო

პროექტის განხორციელების პერიოდი:  2013-2025 წლები

პარტნიორი ორგანიზაციის ვებ-გვერდი: KfW – www.kf